QuantStudio 1- პჯრ სისტემა რეალურ დროში
QuantStudio 1 - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის სისტემა რეალურ დროში (qPCR) - მარტივი, საბაზისო შესაძლებლობებით.
Applied Biosystems – ის QuantStudio 1 პჯრ სისტემა რეალურ დროში ხარისხის და სანდოობის გარანტიას იძლევა პჯრ ანალიზისას. პლატფორმა გვთავაზობს საბაზისო პჯრ შესაძლებლობებს და იდეალურად ესადაგება შეზღუდული ბიუჯეტის მქონე პროექტების მოთხოვნებს. მიუხედავად დაბალი ფასისა, QuantStudio 1 სისტემა იძლევა მაღალი ხარისხის მონაცემებს და გამოირჩევა სანდოობით.
სისტემის მახასიათებლები:
- სენსორული ეკრანი - 8.5 - ინჩიანი ინტერაქტიული ეკრანი
- ფიქსირებული ბლოკი - 96 -იან პლანშეტებზე გათვლილი, 0.2 მლ მოცულობის მქონე იზოთერმული ბლოკი
- სარეაქციო არის მოცულობა - 10–100 μL
- მულტიპლექსირების შესაძლებლობა - სისტემა აღჭურვილია 3, ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფილტრით: FAM, VIC, და ROX
- პროტოკოლი - წინასწარ ოპტიმიზებული პროტოკოლის ნიმუშები
- ინტუიტიური კომპიუტერული პროგრამა
- საღებავები - სამი ფილტრი დაკალიბრებულია საღებავებზე: FAM/SYBR Green/SYTO 9, VIC/HEX/TET/JOE, JUN/ROX/Texas Red
- სენსიტიურობა - რაოდენობრივი ანალიზისას 1.5-ჯერადი განსხვავების დეტექციის შესაძლებლობა
- ზომები (სიმაღლე x სიგანე x სიღრმე) და წონა - 40 x 27 x 50 სმ, <26 კგ
Thermo Fisher Connect - ის მეშვეობით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიღებულ მონაცემებზე ვიქონიოთ წვდომა, განვახორციელოთ მათი ანალიზი და ტრანსფერი.
- რეაქციის დისტანციური კონტროლის შესაძლებლობა რეალურ დროში
- მონაცემთა ანალიზის სწრაფი შესაძლებლობები
- მონაცემთა დაცული ბაზა
- შედეგების გაზიარების შესაძლებლობა კოლეგებთან მსოფლიოს მასშტაბით